Saturday, October 1, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

       ძალიან საინტერესო იყო იმის განხილვა, თუ როგორ ავტვირთოთ პროექტის საქაღალდე დრაივში და გამოვაქვეყნოთ ბლოგზე. ზოგადად, განვიხილეთ ბევრი ეფექტური ტექნოლოგია პროექტული სწავლებისათვის, რომელსაც, ვფიქრობ, ასევე ეფექტურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

ჩემი ქალაქი გუშინ

Sunday, September 25, 2016

ტრენინგის მერვე დღე

ამდღეს გავიგეთ,რამდენად მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობისას ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, შევქმენით ფასილიტაციის მასალები გაზეთის სახით. შევიმუშავეთ, თუ რა აქტივობები დაგვჭირდება მათთვის,ვისაც კომპიუტერი არ აქვთ მწყობრში.

Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

         გავეცანით და დავრწმუნდით, რაოდენ მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროებების მოსწავლეების ჩართვა პროექტის განხორციელებაში. ამ მიმართებით ვიმუშავეთ სხვადასხვა მეთოდებსა  და მიდგომებზე, რაც დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

ტრენინგის მეექვსე დღე

            დღევანდელი მოდულით დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია,როგორ იმუშავებს შექმნილი შეფასების რუბრიკები მოსწავლეთა შეფასების დროს და ყველაფერ ამაზე, როგორ არის , ზოგადად, დამოკიდებული პროექტის წარმატებულად განხორციელება.

Saturday, September 17, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

      ამ მოდულზე შევისწავლეთ,როგორ ავტვირთოთ პრეზენტაცია  დრაივზე,როგორ  მოვამზადოთ ფაილი ბლოგზე გადასატანად და გადავიტანოთ ბლოგზე.
      დავინახეთ, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა,რათა დაცული იყოს ნებისმიერი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში ადვილად მოხდეს მისი გადამოწმება.
       

ჩემი ქალაქი გუშინ