ძალიან საინტერესო იყო იმის განხილვა, თუ როგორ ავტვირთოთ პროექტის საქაღალდე დრაივში და გამოვაქვეყნოთ ბლოგზე. ზოგადად, განვიხილეთ ბევრი ეფექტური ტექნოლოგია პროექტული სწავლებისათვის, რომელსაც, ვფიქრობ, ასევე ეფექტურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
Saturday, October 1, 2016
Sunday, September 25, 2016
ტრენინგის მერვე დღე
ამდღეს გავიგეთ,რამდენად მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობისას ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, შევქმენით ფასილიტაციის მასალები გაზეთის სახით. შევიმუშავეთ, თუ რა აქტივობები დაგვჭირდება მათთვის,ვისაც კომპიუტერი არ აქვთ მწყობრში.
Saturday, September 24, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავეცანით და დავრწმუნდით, რაოდენ მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროებების მოსწავლეების ჩართვა პროექტის განხორციელებაში. ამ მიმართებით ვიმუშავეთ სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებზე, რაც დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღევანდელი მოდულით დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია,როგორ იმუშავებს შექმნილი შეფასების რუბრიკები მოსწავლეთა შეფასების დროს და ყველაფერ ამაზე, როგორ არის , ზოგადად, დამოკიდებული პროექტის წარმატებულად განხორციელება.
Saturday, September 17, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
ამ მოდულზე შევისწავლეთ,როგორ ავტვირთოთ პრეზენტაცია დრაივზე,როგორ მოვამზადოთ ფაილი ბლოგზე გადასატანად და გადავიტანოთ ბლოგზე.
დავინახეთ, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა,რათა დაცული იყოს ნებისმიერი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში ადვილად მოხდეს მისი გადამოწმება.
დავინახეთ, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა,რათა დაცული იყოს ნებისმიერი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში ადვილად მოხდეს მისი გადამოწმება.
Sunday, September 11, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
მოდულზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შესაბამისი საშუალებები და ინსტრუმენტები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის შეფასების მეთოდების, ინსტრუმენტების სწორად შერჩევა და გამოყენება.
Saturday, September 10, 2016
ტრენინგის მესამე დღე
ამ მოდულით დავინახე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გეგმის შემუშავების პროცესში სტანდარტებისა და შესაბამისი ინდიკატორების სწორად გათვალისწინება. საინტერესო იყო კითხვების კლასიფიცირება,თუ როგორ იყო თითოეული ტიპის კითხვა ერთმანეთთან დაკავშირებული და რაოდენ მნიშვნელოვანია კითხვების სწორად და მიგნებულად დასმა პროექტის წარმატებისათვის
ტრენინგის მეორე დღე.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში. მივხვდი,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის ბუკლეტების დამზადება დირექციისათვის და მშობლებისათვი, რაც უზრუნველყოფს ფუნქციების გადანაწილებას.
Subscribe to:
Posts (Atom)